logo
ENG



კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

09 ოქტ 201918:06
3 წუთის საკითხავი
 
7sp04g1vztzmysm.jpg

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. 

"კლუბში და საწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს", - წერია განცხადებაში.

"ტორპედოს" სოციალური ქსელის გვერდზე არის კლუბის კაპიტნის, როინ კვასხვაძის კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთელები ურთულეს პირობებში არიან.

"ტორპედოდან" არც ერთი ფეხბურთელი წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.

ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია...

"ტორპედო" არ მიგვიტოვებია! უბრალოდ, იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია. "ტორპედო" ჩვენს თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ“, - აცხადებს კვასხვაძე. 



close დახურვა